ოთხშაბათი, 2025-07-23, 9:41 AM
WELLCOME... NICE TO ME YOU მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები
სურათები
გამოცანები
საინტერესო
ვიდეოები
ცნობილი ადამიანები
მოდა
სასაცილო
ფილმები
ალბომები
მინი-ჩეთი
გაერთე
სტატისტიკა
Всего:
Новых за месяц:
Новых за неделю:
Новых вчера:
Новых сегодня:

Октябрят:
Пионеров:
Помощников:
Модераторов:
Инквизиторов:
Замов.админа:
V.I.P:

Парней:
Девушек:
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » უამრავი ლექსი სიყვარულზე
4:14 PM
უამრავი ლექსი სიყვარულზე

უამრავი ლექსი სიყვარულზე

მაისის ღამე.

ამ უსაშველო შემოღამებით
მე უიმედოდ გადამავიწყდი,
ვიხსენებ მაგრამ ვერ გავიხსენე
თმები მაისის ქარით ნარწევი.

შენი ღიმილი ,შენი ტუჩები,
და საოცნებო შენი თვალები,
რა მეშველება,საით მივდივარ,
სადაა ქვეყნად ჩემი საშველი.

არის კი ვინმე ვინც განმიცხადებს,
როდის ვიქნები შენით ნაშველი?
ასეთი ხვედრი მარგუნა ბედმა
და არც კი ვიცი,ახალს რას ველი.

ჩავლილ ცხოვრების ნათელ წერტილებს
შევკრებ და ღამით ჩაგეხუტები,
არ ვიცი სად ხარ,რატომ და რისთვის,
მაგრამ მე შენ ვერ გაგებუტები.

ოხ, მხოლოდ გული არა ნებდება
და ვიცი ბოლოს მაინც იქუხებს,
მაშინ,როდესაც, შენ გამოჩნდები,
გიცნობს და მეტად აღარ იყუჩებს.

...................................................................

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

საით მშვიდობავ? საით ინებებ...
აშვებულია ჩემი აფრები.
ზევით თუ ქვევით, საით მომიხმობ
ყველგან ვიქნები შენი თანმხლები.

ო, ეს სიტყვები შენი სიტყვები,
მარადისობის მზით შენაფერი,
თავს ვერ დავახწევ მე მათ დინებას
სიცოცხლისა და მაისის ფერი.

საიდან საით?რა დაგრჩენია
ამ ცოდვიანი მოდგმის სასრულში?
ხსნა ხარ შენ ჩემი და აღმაფრენა,
მიხსენი შენში,დიდ სიყვარულში.

ყოველი ბგერა შენს მიერ თქმული,
სიოა ჩემთვის ცით მონაბერი.
მოგყვები მთვრალი ამ ნეტარებით,
არ მინდა ქვეყნად სხვა არაფერი.

...................................................................

მომნატრებიხარ ალბათ ძლიერ,რადგან გიხსენებ,
მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან ლექსს გიწერ,
მომნატრებიხარ სიგიჟემდე ჩემო ღვთაებავ,
მე გამაგიჟეს უშენობის დიდმა წამებმა,

მომნატრებია შენი დიდი ლურჯი თვალები,
შენი კოცნა და უძლიერესი შენი ალერსი,
შენი ტუჩის გემო,შენი მოფერება,
შენი კოცნა და შენი გამოხედვა,

მომნატრებიხარ ჩემო ლამაზო რადგან გიხსენებ,
ჩემო ნანატრო მომნატრებიხარ და მიტომ გიწერ,
მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,მომნატრებიხარ,
არ გესმის კიდევ?მე დაგიკივლე და გაიგე ოღონდ ეს ისევ,

მომნატრებიხარ ჩემო ნანატრო და მე ლექსს გიწერ

.....................................................



მე მიყვარს სამშობლო ჩემი
თუნდაც მისი ქუჩები ბნელი
თუნდაც მის ქუჩაშიმდგარი მკვლელი
მე მიყვარს ჩემი სამშობლოს ყველა და ყველაფერი
ძაან ძველია წარსული ჩვენი
მომავალი გვხდება ბნელი
რატომ მრავლდება გარყვნილი ჩვენში
რატომ ვიხრჩობით გარყვნილ თამაშებში
რატომ ვიხრჩობით გარყვნილ სასმელებში
რატომ ვიხრჩობით გარყვნილ ტასაცმელში
ვისი ბრალია ეს
დაფიქრდით და მიხვდებით ბევრს
რომ უნდა გავანათოთ ბნელი
რომ უნდა დავთესოთ სიყვარული ბევრი
მიწა გვაძლევს პურს წყალს ჰაერს
და რას ვუშვებით სანაცვლდ მას
ვაჭრით მთებს და ვაგებთ გზებს
ვჭრით ხეს და ვაშენებთ გემს
მერე ვკლავთ თევზს
და ვამრავლებთ მსხვერპლს
ბოდიშგიხდი სამშობლო ჩემო
შეგვიჭყალე ღმეთო ჩვენო
გაუძელი სამშობლო ჩემო

.....................................



რა ვქნა, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ,
რა ვქნა, გულს ხომ შენ უნდიხარ,
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გნახე
და გამიჩნდა ერთი გრძნობა,

რა დავარქვა ამ ერთ გრძნობას,
ნუთუ ჰქვია სიყვარული?!
სიყვარული მწარე არის
მე არ მინდა მისი განცდა...

ახლა ვხვდები ის შენა ხარ,
ვინც დაიპყრო ჩემი გრძნობა
და რომელმაც ჩემსა გულში
დაიმკვიდრა დიდი ნდობა...

იმ დღის მერე შევიცვალე
და ვფიქრობდი მხოლოდ შენზე,
შენსა წითელ ბაგეებსა
და თაფლისფერ თმისა ფერზე...

ახლა ვხვდები სიყვარული
არ ყოფილა მწარე გრძნობა,
მას სჭირდება მოფრთხილება
და ორმხრივი ნაზი გრდზნობა.

.......................................



გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხედვარე,
ჩუმად გვაკვირდება ნუშიც...
ხელი არ გამიშვა, შემისისხლხორცე
და ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი...
გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში...
სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დაგკარგო...
ალბათ უშენობა შემშლის...

..........................................



იდუმალი გრძნობა

ნეტა რამ შობა ეს გრძნობა ჩემში,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი, ვით ქარიშხალი
მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა.
ისე მძაფრია ეს სიყვარული,
როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ, აფეთქებული
ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა.
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს
და როგორც მეფე ისე იმონებს
ადამიანის გულის იმ ნაწილს,
რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს.
ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი,
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!

.................................................


* * *

ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.



* * *

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...


* * *

ლოცვით გავიკვლევ უშენობიტ ნაჩვევ ბილიკებს,
და მოვეფერები ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს,
როგორ განვიცდი შენ რომ უკვე სხვაზე იფიქრე,
მაგრამ არ ვფიქრობ რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს
მომენატრები და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ

მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს,
გახსოვს შენ მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს?
მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე?
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ???


* * *

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


* * *

ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!



* * *

რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელ უხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწდომელი როგორც ედემი.
და თუ არახარ ის ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნანობ დაე ვცდებოდე,
ავადმყოპ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობიტ
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა,
და სიყვარულის დღესასწაული!



* * *

"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"


* * *

სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...

................................


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1408 | დაამატა: ENIN3N | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 aleko  
0
SUL SIYVARULI DA SUYVARULI AGAR MINDA ES SIYVARULI ---- ES ARIS CHEMI KOMENTARI sad sad sad sad cool cool cool

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე ძიება
პროგრამები
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ლექსიკონი
Copyright MyCorp © 2025