სიცოცხლის ფასად
მომესმა თითქოს დაეშვა წვიმა
სიცივის ლანდი ლანდავდა სარკმელს,
მე მარტოობის კალთაში მძინავს,
სიჩუმის მზერა კულისებს ანგრევს!
რა დროს ცრემლია მაღალო ცაო...
შენ ღვთაებრივი სული გასხია
უნდა გაუძლო დროები ქაოსს
სიცოცხლის აზრი მუდამ ასეა!
ფიქრები შენზე,რაღაც მსგავსებით
ჩემში გაფითრულ ქვიშისფერ ფოთოლს
შეეთავსება მთელი არსებით
ფერმკრთალ სარკეში კი ისევ მოთოვს...
და მარტოობა დაისადგურებს ,
ბევრ პარალელებს გაავლებს გულში
ამ მიტოვებულ კითხვებს ართულებს
ყველა პასუხი,ჩემს სიყვარულში...
მთვარე
მოხდება ხოლმე ბალახიც ტირის
ქარის ფესვებში მოსდის ზმანება,
დაემსგავსება პატარა ტირიფს
რომელიც მთვარეს ეთაყვანება.
გაქრი სიბერევ! თუ რა მღლის შენში
ეს არის კითხვა უსასრულობის
მე არ ვარ სული რომელიც ნეშთით
წყვეტს მრავალ კითხვებს უკიდურობის
დრომ გაიტაცა ხეების ჩრდილი
მთვარე მინათებს გზას და მაცილებს...
მხოლოდ ჩვენ ორნი,ფიქრით დაღლილნი...
ამინდიც ახლა წვიმას აპირებს...
მოხდება ხოლმე ბალახიც ტირის
ქარის ფესვებში მოსდის ზმანება..
დაემსგავსება პატარა ტირიფს
რომელიც მთვარეს ეთაყვანება...!
ჩარჩო
მე არ მასველებს წვიმის წვეთები
მინდორში ბალახს რომ შევეხები...
აქ ჩემი ტერფი არ გრძნობს წვალკებას
ამ ცვარში,სულის ატორტმანებას
და ჰორიზონტზე ზღვის ანგარება,
უბსკრულებს ცაში ვერ აღიარებს..
დასასრულიდან ცისფერი ხიდიჩარჩოში მკვეთრად გამოსახულა,
მისი სივრციდან ცა მოსჩანს მეტი
და ანგარებამ კარი დახურა..
ის ამოაგდებს ზღვის მდუმარებას
ნაპირზე დაყრის უკვდავ ნიჟარებს,
მთვარეს შეარქმევს იდუმალებას,
რომელსაც მხოლოდ ის შეიყვარებს...
ის ემსგავსება მზის აღმატებას
და ახლა მასზე ამყარებს ლელოს
სიკვდილს სიცოცხლე აღემატება!
სიკვდილი მხოლოდ დროებით მეფობს!
რომელიც ქრება,რომელსაც წლობით
დროების ქარმა გადაუარა
ჩვენ ვიცით მხოლოდ,
რომ ერთხელ ვკვდებით
ის კი არ ვიცით, ვცოცხლობთ თუ არა..!
დრო
რა გითხრა მეტი,შენ ვეღარ ამჩნევ
იმას ტუ წლები როგორ გავიდა,
შენ რომ გიყვარდა ეს ჩემი სახე
მოგონებების ჩრდილში წავიდა.
ადრე თუ გვიან,სიბერე მომკლავს,
რომელიც ჩემში შეიპარება
რა მოხდებოდა ასი წლის მერე-
ნუთუ ეს გული შეიყვარებდა?
და აიტანდა თუ ამდენ ტივილს
თუ კი დუმილით ვერას იტყოდა...
მიმოფანტული მოგონებებში
დროს ვეღარ სხვა მრავალ დროთა
არამედ მარტოდ კვლავ დარჩებოდა
და წალეკავდა მას დროის ქნარი,
რა მოხდებოდა?
რა მოხდებოდა?
ააფრიალებს,ააფრიალებს!
ააფრიალებს ამ კითხებს ქარი!
სამწუხაროა,მისი არ ესმით
ის ეხახება მთვარის განთიადს
მუსიკა ტირის და უმთავრესიც
ნუგეში თითქოს მისი დარდია.
ცისფერი ზოლი გაარტყამს მიზანს,
რა მშვენებაა უცნობი სივრცე,
დრო სინათლისკენ გახსნის ჰორიზონტს!
რათა სიყვარულს სიცოცხლე მისცეს!