სამშაბათი, 2025-07-22, 9:06 PM
WELLCOME... NICE TO ME YOU მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები
სურათები
გამოცანები
საინტერესო
ვიდეოები
ცნობილი ადამიანები
მოდა
სასაცილო
ფილმები
ალბომები
მინი-ჩეთი
გაერთე
სტატისტიკა
Всего:
Новых за месяц:
Новых за неделю:
Новых вчера:
Новых сегодня:

Октябрят:
Пионеров:
Помощников:
Модераторов:
Инквизиторов:
Замов.админа:
V.I.P:

Парней:
Девушек:
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ტანო ტატანო
11:02 PM
ტანო ტატანო

ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1227 | დაამატა: ENIN3N | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე ძიება
პროგრამები
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ლექსიკონი
Copyright MyCorp © 2025