ხუთშაბათი, 2025-07-24, 6:57 AM
WELLCOME... NICE TO ME YOU მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები
სურათები
გამოცანები
საინტერესო
ვიდეოები
ცნობილი ადამიანები
მოდა
სასაცილო
ფილმები
ალბომები
მინი-ჩეთი
გაერთე
სტატისტიკა
Всего:
Новых за месяц:
Новых за неделю:
Новых вчера:
Новых сегодня:

Октябрят:
Пионеров:
Помощников:
Модераторов:
Инквизиторов:
Замов.админа:
V.I.P:

Парней:
Девушек:
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 22 » სადღეგრძელოები ლექსად
9:53 PM
სადღეგრძელოები ლექსად
ugi

           სადღეგრძელოები ლექსად          

******

სამშობლოს სადღეგრძელო

სხივმა ჩახია ღრუბლის კარავი
და ცამ ცისფრად გადაიდარა,
არ გაიკაარა გულმა არავინ
არასდიდებით არ გაიკარა

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე ზღვა და ვიდრე მდინარე,
სისხლთან ნაზავი ცრემლის წვეთია,
გაოფლილ მკერდზე ჩამომდინარე.

ბედს მიჯაჭვული ლპება ბორანი,
დღით დასიცხული ჭალა სისინებს,
ნამოსახლარზე ჯდება ყორანი
და თვალით თვალში მიყრის სიცივეს.

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე სიცოცხლე კაცის სამყოფი,
ცად ავარდნილი ხსოვნის სვეტია,
სამურზაყანოს სულის გამყოფი..

ტალღა ქვიშაზე იწყებს ხეტიალს,
აზიელები თვალებს კვესავენ,
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე გვგონია, თქვენი კვნესამე!

ცა ციცასავით მკლავზე დამიწვა,
დილამ ქოთქოთით გადაიარა,
არ გაიკარა გულმა სხვა მიწა,
არასდიდებით არ გაიკარა.


საქართველოს სადღეგრძელო

გაუმარჯოს საქართველოს
თავის კლდოვან თაღებითა
ზღვის პირებით ციტრუსებით
ვენახებით და ბაღებითა

მწვერვალებით გაუმარჯოს
თავის ტყით და ბალახითა
თავის ირმით თავის ჯიხვით
ციმორით და კალამახითა

თავის მიწით გაუმარჯოს
თავის წყლით და თავის ცითა
თავის ხალხით გაუმარჯოს
ერთგულითა და მამაცითა

ვარსკვლავებით გაუმარჯოს
თავის მთვარით თავის მზითა
ენით, ერით მისი რწმენით
აწმყოთი და მომავლითა


მეგობრების ძმაკაცების სადღეგრძელო

ძმაკაცების სიყვარულში
სანთელივით დავდნები
აღელვებულ ზღვაში შევალ
შუა ცეცხლში დავდგები
შაქარივით დავტკბები
ჩემს მეგობარს სისხლს ვაჩუქებ
ლუკმას გავუზიარებ
წყლულზე წამლად დავედები მოუშუშებ იარებს
არაფერზე არ გავყიდი
არავის არ ვაჭიდებ
სადაც ენა მიმიწვდება
სულ ვაქებ და ვადიდებ
მერე ძმობას შევთავაზებ
დავუნათესავდები
ძმაკაცებს კაცობაზე
მე ვიქნები თავდები
ძმაკაცების სადღეგრძელო
როცა შემოფრინდება
გული გამიხალისდება
სახე გამიბრწყინდება
სანატრელი სახეები
სანთელივით ინთება
ძმაკაცებთან ჩახუტება უფრო მინდება
ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოს
საძმაკაცოს დიდება.


ყველა შეყვარებულ გულს გაუმარჯოს !

წუხელ მესიზმრა გადმოგეგდე გულის ტახტიდან,
მყივარწვერიდან მოვშხუოდი უფსკრულისაკენ
სუნთქვა გახშირდა, ჩემი
როცა ისევ შენ მიხსენ.
თვალი მოგეკრა სივრცეს ვკვეთდი
ტრიალ–ტრიალით
იმგვარად თითქოს დავეძებდი მიწაზე სიკვდილს
შენ კიდევ თურმე დამეხილი კიოდი ქალი.
შენს ერთ კივილზე ჩემგან გაჩნდა ფრთოსანი ორი,
უმძლავრეს ფრთებით შემაჩერეს ოდნავ ჰაერში და ასე მქროლი
ისევ და ისევ ჩემს დამტანჯველ გულში ჩავეშვი..

ყველა შეყვარებულ გულს გაუმარჯოს !!!


გაუმარჯოს !

დროის ნოყიერ დედამიწაზე
ვთესავ სიმართლეს–მტრებს ეხვევა გველეშაპად.
ვთესავ სიამეს, ამოვიდეს ამოჯეჯილდეს
სივრცეებს გაწვდეს ყელი ყელზე გადაჭდობილი
ვთესავ მხნეობას–უხილავი მშველის ძალები,
ვთესავ ია ვარდს იღებება ცა მეწამულით
ყველაფერს კარგი ამინდი უდგას;
სიყვარულის უჭირს ამოსვლა ცოტა...

იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისაც ეიმედება და ვინც ელოდება ამ სიყვარულს !!


დედის სადღეგრძელო

დედა ეს ორი სიტყვის მარცვალი
ისე სანუკვარ სიტყვად ვიცანი
რომელი სახელსაც მივუსადაგე
გახადა სათნო და საფიცარი

დედამიწა თუ დედასამშობლო
დედაბოძი თუ დედაქალაქი
გუთნის დედა თუ აზრების დედა
თუ დედულეთის ტკბილი ამაგი

სუყველა დედამ გაალამაზა
ვაჟკაციც დედით არის ძლიერი
სანამ დედა გყავს რა დაგაბერებს
სანამ დედა გყავს ხარ ბედნიერი

მინდა დავლოცო დედის ლოდინი
დედის გული და დედის თვალები
დედის კალთა და დედის სიმღერა
დედასთან ერთად ყველა ქალები

მინდა დავლოცო მინდა ვუსურვო
ჯამრთელობა და ტკბილი დედობა
ვისაც ეკუთვნის ჩვენი ხელიდან
იმათ შენდობა..


* * *

ეს იმ კაცს გაუმარჯოს,
გულში რომ ეტირება
და სახე კი უღიმის,
სიყვარული რომ გაუფრინდება
და მაინც იცინის

ნამდვილ და ტანჯულ სიყვარულს გაუმარჯოს

ამ ჭიქით იმ დღეს იმ წამს იმ წუთს იმ ადგილს გაუმარჯოს სადაც ერთმანეთი ვნახეთ და სადაც
ერთმანეთი გავიცანით და ასდაც ერთმანეთი გულწრფელად შეგვიყვარდა ყველა შეყვარებულ ადამიანს
გაუმარჯოს ცალმხრივსაც რომელიც უდიდეს ტკივილს ინახავს და ორმხრივსაც რომელიც უდიდეს
სიხარულს გვანიჭებს.. ნამდვილს გულწრფელ სიყვარულს გაუმარჯოს რომელიც უფლის მიერ არის
მონიჭებული..

                                                                                         ..............................

ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს,
დამწველს ,დამდაგველს,
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში,
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს.
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს,
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს,
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს
უცხო ტილოებს.
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს,
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს,
მუზების მეფე აღსარებების
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს.
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს,
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს,
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც
ერთი შეხედვით მოგინადირებს...
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი,
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს,
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''

..................


მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...

..................


იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს,
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს,
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ

.....................


ჩვენს ლამაზ სამშობლოს
საქართველოს გაუმარჯოს.
საქართველოში სალოცავებს
გაუმარჯოს,სალოცავებში ხატებს
გაუმარჯოს,ხატების წინ ანთებულ
სანთელს გაუმარჯოს,სანთლის წინ
დაჩოქილ მუხლებს გაუმარჯოს,მუხლებში
ჩაღვრილ ცრემლებს გაუმარჯოს,და ამ
ცრემლებში ჩაქსოვილ ლამაზ და
წმინდა გრძნობას სიყვარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს!!!
ჩვენს
ლამაზ
სამშობლოს საქართველოს გაუმარ ჯოს,
საქართველოში
სალოცავებს გაუმარჯოს,
ლამაზ წმინდა გრძნობას გაუმარჯოს

..................


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!

..................


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველა საცოდავ ხეს გამარჯოს,
ყველაზე მოწყენილ დღეს,
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს
უფსკრულს,ბილიკსა და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზააბნეულ მგზავრს,
ყველა სადღეგრძელის გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამსა და თქმულს,
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს,
ყველაზე დაჩაგრულ გულს,
ქარის გამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზადაკარგულს ერთს,
ქვეყნად სიყვარულის გაჩენისთვის
მადლი მოვახსენოთ ღმერთს.

.................


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 6642 | დაამატა: ENIN3N | რეიტინგი: 3.2/5
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე ძიება
პროგრამები
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ლექსიკონი
Copyright MyCorp © 2025