ორიგინალური სადღეგრძელოები 
*** ვთვრები?როგორ არ დავთვრე ,
როცა სადღეგრძელო ულევია...
მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოს,
ვისაც მკერდში მართლა გულები აქთ!
ლოდქვეშ მწოლიარე გამახსენდა,
სველ პურს შმაგი მაჭრის სურნელი აქვს,
ადრე წასულების ხსოვნა იყოს
მზე რომ ღვინოსავით ჰყვარებიათ!!!
ბრძენსაც გენოიოსსაც გაამასხრებს,
ბედი სულელი და თავხედია,
მოდი იმ ადამიანებს გაუმარჯოთ
ვისაც სიყვარული შეუძლიათ
.......
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდესa, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია!
........
ვისაც არ ჰყავს გულის ვარდი, ღვინო შესვას ფერად ლალი დაიჯერებს , რომ ნამდვილად მისთვის კვდება ყველაქალი ღვინო შესვას,ბლომად შესვას, ვისაც არ აქვს ორი გროში მას თავისი ეგონება რაც ოქროა მსოფლიოში, ვისაცდარდი არ ასვენებს, ღვინო სვას და დათვრეს ხელად, ღვინო წუხილს დაავიწყებს, ღვინო შეიქმს უდარდელად. სატრფო არ მყავს,ფული არ მაქვს დარდი მაქვს და რაც ვარ ეს ვარ, ამიტომაც სხვაზე მეტი, სამჯერ მეტი უნდა შევსვა
...........
მოდით სამ გულს გაუმარჯოს: ხელის გულს,რომლითაც ჩვენ ჩვენს გულისწოერებს ხელით ვატარებთ, ფეხის გულს,რომელმაც საყვარელ ადამიანთან მიგვიყვანა, და იმ გულს, რომელშიც დაიბადა და მუდამ იცხოვრებს სიყვარული!!!
........
სიყვარულის წმინდა ცრემლებს გაუმარჯოს, გულიდან რომ უნებურად გადმოდიან. მოვლენ თვალთან გადმოსვლას არ კადრულობენ, რცხვენიათ და ისევ გულში ბრუნდებიან... ერთგულების მაცნე ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც კი თვალის გუგას დასდენია, ვნებით სავსე იმ ცხარე ცრემლს გაუმარჯოს პატარძალს რომ პირველ ღამეს დასდენია...
........
<<<best>>> ფეხის ნაბიჯები გამიზომეს, მკერდძე მჯიღა ხორცი ამათალეს, სისხლი მისხალ-მისხალ ამიწონეს... სიტყვა მარცვალ-მარცვალ დამითვალეს... მერე მაღალ ღმერთთან გამამგზავრეს, ხმალი და ღვინო წამასაგზლეს უფალმა ცათ აღაპყრო ხელი - ქართველიაო , გაატარეთ!!! მოდით ჩვენს ქართველობას გაუმარჯოს!!!
.........
დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა, ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თითო მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, აგდებადა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ, ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოს!!!
........................................................................................
|