მგელი .............. შორს უღრან ტყეში
თოფი გავარდა
პირქვე დაეცა მგელი ტიალი,
ზვავის წინ ისე ჩუმად დაეცა
გულში ჩაიკლა მგლური ღრიალი.
იგი ხვდებოდა რომ სულს ღაფავდა,
რომ ღია იყო სამარის კარი,
რომ წუთიწუთზე მისთვის დაჰკრავდა
სამგლოვიარო დიდრონი ზარი.
ყველა სულდგმური კარგად ხვდებოდა,
რომ არ ნანობდა მისი გონება
ის მგელი მგლურად კვდებოდა,
მგლურად გალია მისი ცხოვრება.
ამ დროს კი თბილად ერთ ბუხრის პირას
ძაღლს უდარდელად თექაზე სძინავს
და სულ არ ესმა იმ ოხერტიალს
მგელი სამსხვერპლოდ თავს როგორ წირავს.
ასეა ძმაო წუთისოფელი
ბუნებას ყველა განურჩევია
ვეღარ გავუგე ამ მადლიან ღმერთს
ვისთვის რა ბედი დაუწერია,
ზოგი ძაღლურად ცხოვრობს ამ ქვეყნად
ზოგს მგლურად ყოფნა აურჩევია.
|