ოთხშაბათი, 2025-07-23, 9:14 PM
WELLCOME... NICE TO ME YOU მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები
სურათები
გამოცანები
საინტერესო
ვიდეოები
ცნობილი ადამიანები
მოდა
სასაცილო
ფილმები
ალბომები
მინი-ჩეთი
გაერთე
სტატისტიკა
Всего:
Новых за месяц:
Новых за неделю:
Новых вчера:
Новых сегодня:

Октябрят:
Пионеров:
Помощников:
Модераторов:
Инквизиторов:
Замов.админа:
V.I.P:

Парней:
Девушек:
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 20 » ჯინსის ისტორია
8:05 PM
ჯინსის ისტორია

                             


ჯინსის ისტორია: ჯინსის გამოგონება, როგორც უმეტესი გენიალური აღმოჩენა, აღსავსეა შემთხვევითობებით. 1853 წელს ევროპიდან (ბავარიის პატარა ქალაქიდან ბუტენხეიმიდან) ამერიკაში ჩამოვიდა ებრაული წარმოშობის ახალგაზრდა ადამიანი ვინმე – ლეიბ შტრაუსი (Loeb Strauss). ჯერ კიდევ გემზე მგზავრობის დროს მას უკვე ეძახდნენ ლევი სტრაუსს. მალე ოჯახური გარემოების გამო 24 წლის ლევი აღმოჩნდა ქუჩაში ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. ხელთ ეჭირა მხოლოდ აფრისის (ტილო) ქსოვილის ერთი რულონი, რომელიც მემკვიდრეობით დარჩა მამისაგან. ნათხოვარი მაკრატლით ნემსითა და ძაფით ამ ქსოვილისგან პირველი შარვალი მან შეკერა საკუთარი ხელით და გაყიდა ერთ დოლარად და ოც ცენტად.

ჯინსის სახელწოდების წარმოშობის საკითხიც ფრიად საინტერესოა. ქსოვილი გემებზე იტვირთებოდა იტალიის საპორტო ქალაქში – გენოა და ამიტომ ქსოვილის ფუთებს ეწერა გამოგზავნის ადგილი ”Genoese”, რასაც ამერიკელები თავისებურად კითხულობდნენ, როგორც”jeans”, ანუ ჯინს. როგორც ფიქრობენ ამიტომაც შარვალს დაერქვა ეს სახელი. 1873 წლის 20 მაისი, როდესაც ფირმამ ”ლივაი სტროსს ენდ კომპანი” მიიღო ლიცენზია და განსაკუთრებული უფლება მოქლონიანი ჯიბეების მქონე შარვლების წარმოებაზე, შეიძლება ჩაითვალოს ჯინსის ოფიციალურ დაბადების დღეთ.
1886 წლისათვის ლევი სტრაუსის შარვლების ფასმა უკვე 22 დოლარს მიაღწია, მას ქამრის უკანა ნაწილზე დაიკერა ტყავის იარლიყი (label), რომელზეც ასახული იყო ორი ცხენი, რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ ლევის საფირმო ჯინსის გაგლეჯას.
1890 წლიდან ჯინსებზე ისმეოდა გამოშვებული პარტიის ნომერი. პირველი ნომერი იყო 501. ასე გაჩნდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდი – «Levis 501». მოგვიანებით კომპანიამ გამოუშვა ასევე ჯინსები ქალებისთვისაც.

ჯინსი დრემდე რჩება ყველზე გაყიდვად და პოპულარულ ნივთად, იცვლება ფერი, ფორმა, მოყვანილობა და აქსესუარები, რომელიც ამ ქსოვილისგან არის დამზადებული, მაგრამ უცვლელია ერთი რამ – არა მოდური ჯინსი არ არსებობს !

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1363 | დაამატა: lady_tataa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე ძიება
პროგრამები
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ლექსიკონი
Copyright MyCorp © 2025