ხუთშაბათი, 2025-07-24, 4:04 AM
WELLCOME... NICE TO ME YOU მთავარირეგისტრაციაშესვლა
მოგესალმები სტუმარი | RSS
კატეგორიები
ლექსები
სურათები
გამოცანები
საინტერესო
ვიდეოები
ცნობილი ადამიანები
მოდა
სასაცილო
ფილმები
ალბომები
მინი-ჩეთი
გაერთე
სტატისტიკა
Всего:
Новых за месяц:
Новых за неделю:
Новых вчера:
Новых сегодня:

Октябрят:
Пионеров:
Помощников:
Модераторов:
Инквизиторов:
Замов.админа:
V.I.P:

Парней:
Девушек:
  
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » ძალიან სასაცილო და ძალიან ბევრი ანეგდოტი
11:23 PM
ძალიან სასაცილო და ძალიან ბევრი ანეგდოტი

სვანი აივანზე დგას და ხმალს იქნევს:
_ რას შვრები?
_ ბიჭი შემეძინა და თოფი არა მაქვს.
***
მთვრალი კაცი მიდის ტაქსისტთან და ეკითხება:
_ თავისუფალი ხარ?
_ კი.
_ მაშინ, გადმო... ვიცეკვოთ.
***
სვანი და რაჭველი ჯიხვზე ნადირობენ კლდეებში. გადავარდა რაჭველი... სვანი უყვირის.
_ როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე?
_ არა!
_ ფეხი ხო არ მოიტეხე?
_ არა!
_ აბა, რა მოიტეხე?
_ დამაცა, კაცო, ჯერ დავეცე!
***
საგიჟეთიდან გიჟი გაიქცევა. ზედამხედველები მაშინვე გურიაში გადარეკავენ:
_ არიქა, გადაკეტეთ გურია, მანდ თუ შემოგვასწრო ვეღარ ვიპოვით
***
დედა ბავშვს აღვიძებს:
_ ადექი, უკვე მამალმა რა ხანია იყივლა!
_ მერე მე რა, დედალი ვარ?!
***
სვანმა ფული იპოვა, დათვალა და გაბრაზდა:
_ აკლია, ამის დედაც...
***
გოგო ეკითხება შეყვარებულს:
_ ძვირფასო, რა უფრო მოგწონს ჩემში, ჩემი მშვენიერი სხეული თუ ჩემი ლამაზი სახე?
_ შენი იუმორის გრძნობა, საყვარელო.
***
კახელი შედის მაღაზიაში:
_ ხის წებო მომეცი.
_ რა იყო, ბიჭო, კიდე თავი გაიტეხე?
***
გურული მივიდა სტუმრად. სახლში არავინ დახვდა და წერილი დატოვა: "ვიყაი, არიყაი, საიყაი."

***

რუსი ჩავა კახეთში და მოხვდება 1 სუფრაზე
თამადა ეტყვის მიხოს, რომ შენ იცი ყველაზე კარგად რუსული და უთარგმნე ხოლმე რასაც ვიტყვითო
იქეიფებენ ცოტას და თამადა ამბობს სადღეგრძელოს:
ათასად კაცი დაფასდა
ასი ათასად ზრდილობა
თუ კაცი კაცად არ ვარგა
რად უნდა გვარიშვილობა

ფიქრობს ეხლა მიხო როგორ გადავუთარგმნო ესო და ბოლოს ეუბნება:

ტისიჩუ სტოიტ ჩელავეკ
სტო ტისიჩ იევო იმიაო
იესლი ჩელავეკ სამ გავნო
იებალ ია Fამილიაო


როდის შეიძლება ერთდროულად იცინოდე და ტიროდე? მაშინ როდესაც შენი სიდედრი მიფრინავს ხრამში შენივე მანქანით...


ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს:
- ვაიმე, ნატუკა, მუშაობას ვიწყებ ჯანმრთელობის სამინისტროში.
- ვაიმე, დავეცი! შენ იქ რა უნდა აკეთო?
- რა და წესრიგი უნდა დავამყარო.
- ვაიმეე! რა მაგარია! რა თანამდებობაზე დაგნიშნეეეს?
- დამლაგებლაად


გამხდარი კაცი წვერის გასაპარსად სალონში შევა. მპარსავი (თუ ვიღაც ) შარიკს მისცემს ეს ჩაიდე ლოყაში, ლოყა გამოგებერება და ადვილად გაგპარსავო. ჩაიდებს ეს კაცი შარიკს და ეტყვის:
-რომ გადამეყლაპოს?
მპარსავი:
-არაუშავრა გუშინ წინ ერთს გადაეყლაპა და დღეს დილით უკან მომიტანა!


საგიჟეთიდან გიჟი გაიქცევა,
ზედამხედველები გურიაში დარეკავენ
-არიქა გადაკეტეთ გურია, გიჟI გამოგვექცა და მანდ თუ შემოგვასწრო ვეღარ ვიპოვით


ორი დირექტორი საუბრობს:
- ახალი მდივანი მივიღე.
- მერე, როგორია?
- არა უშავს, მაგრამ ჩემი ცოლი ჯობია. თუ გინდა წაიყვანე ერთი კვირით.
ერთი კვირის შემდეგ:
- ჰა, რას იტყვი?
- მართალი ყოფილხარ, შენი ცოლი ჯობია.


ორი რუსი საუბრობს:
- რა არის სექსი?
- სექსი ისაა, რაშიც ფულს იხდიან.
- მაშინ სიყვარული რა არის?
- სიყვარული ქართველების მოგონილია, ფული რომ არ იხადონ


ცოლი ეკითხება ქმარს:
- რა ქენი, ჟორაიე, იყავი ექიმთან?
- კი ვიყავი... ოკულისტმა მითხრა, ერთ სამ დღეს გოუძელი რამეფრათო.
- ოკუილისტთან რაი გინდოდა, შე სასიკვტილე, ფეხმტკივან კაცს!..
- ფეხი კი მტკივა, ჩემო ჟენია, მარა, ისთე მტკივა ეს ოხერი, თვალები გადმომცვივა საცა არის.


სკოლის ექიმთან მივიდა გოგონა:
- ექიმო, სკოლის გახსენებაზე ამ დილით გული ამერია და ნეტა ფეხმძიმედ ხომ არა ვარ? ისედაც, გუშინ მთელი დღე მიშიკო ისეთი თვალით მიყურებდა...


ქუჩაში დაიკარგა გოგონა. დაეძებს მშობლებს ბრბოში და ტირის:
- დედაა! მამაა! დაიკოო!.. ბიძია, სიგარეტს მიმიკიდეთ


პოლიციაში მივიდა მოქალაქე და განაცხადა:
- ან დამაპატიმრეთ, ან სიდედრი შემომაკვდება!
- თუ ძმა ხარ ჩემიც მიაყოლე შენსას და სასჯელს დავაკლებინებ - შეეხვეწა პოლიციის უფროსი.
წავიდა კაცი პროკურორთან:
- თუ არ დამაპატიმრებთ, სიდედრი შემომაკვდება იცოდეთ!!
- ა, ბიჭო, კაცი! ჩემიც გააგორე კაცურად და მინიმალურ სროკს მოვაცემინებ.
ბოლოს და ბოლოს მოკლა ამ კაცმა სამი სიდედრი. საასამართლომ სამი სიდედრის მოკვლისათვის ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
- ბარემ ჩემიც მიგეყოლებინა, შე დალოცვილო და საერთოდ არაფერს არ მოგისჯიდი - ჩაილაპარაკა მოსამართლემ


მეგრელი ეუბნება მეზობელს:
- ბიჭო, გეიგე, პიანინო 5 ლარი რომ ღირს?
-რას ამბობ, მაგი ტყუილი იქნება!
– კი ტყუილია, მარა, ხომ იაფია?


ტიპი უნდა მიიღონ სამსახურში. დირექტორი გამოდგა მისი მეზობელი.
- ააა! შენ ჩვენს კვარტალში ცხოვრობ, არა? გამიგონია შენს შესახებ, გამიგონია...
- ოხ! მეზობლები რას არ იტყვიან, კაცო!.. მაგას დამტკიცება უნდა, ამირანოვიჩ, დამტკიცება...


მიხო ჩამოვიდა თბილისში. მივიდა სასტუმროში ღამის გასათევად. მიეგება ადმინისტრატორი:
- მობრძანდით, პატივცემულო მიხო. ა! ამ ნომერში იცხოვრებთ, ბატონო ჩემო! ეს უბრალო ნომერი არ გეგონოთ. ამ ერთი კვირის წინ თვით ბუშმა გაათია ღამე მაგ ნომერში. თქვენ შეგიძლიათ დაიტრაბახოთ, ბუშის ნაწოლ საწოლში ვიწექიო!!
- შენა ჯო, ახლა იმ გოგოებ დაუძახე, ლოგინი გამააცვლევინე! ბუშის ნაწოლ საწოლში... ეგა მაგან იტრაბახოი მე თუ ჩავწვები მის ნაწოლშია.


შუა ქეიფში ვანო მოუბრუნდა მიხოს:
- შენა ჯო, ამ ბოლო დროსა ხო არ გალოთდი. ი ცხრა ლიტრიან ყანწ რო ცლიდი, შაგატყვეი რაღაც ფინთათ აგიკანკალდა ხელები, აი!


ექიმო, ეს ტრადიციული ნარკოზი რაღა უბედურებაა?!
- შენ ახლა ბევრს ნუ ლაპარაკობ! დაცალე ეგ არაყი, ეგ პივაც მიაყოლე და დაწექი უხმოდ საოპერაციო მაგიდაზე


ბავშვი ეკითხება მამას:

მამი, ბავშვები როგორ ჩნდებიან?
-"როგორ და მაღაზიებში ყიდულობენ" - პასუხობს მამა.
საღამოს დედა კითხულობს ბავშვის დღიურს:
"დღეს მამაჩემს ველაპარაკე და წარმოდგენა არა აქვს სექსზე"


კლასის დამრიგებელმა მიტოს დღიურში ჩაუწერა: "გაკვეთილებზე სულ ლაქლაქებს”.
მეორე დღეს სკოლაში მისულ მიტოს დამრიგებელმა დღიური გამოართვა და... მიხოს მინაწერი ამოიკითხა: "შენ ამის დედა უნდა ნახო"




მიხავ, - მიმართავს მიხოს ისტორიის მასწავლებელი, - ვინ იყო ლუდოვიკო მეთექვსმეტის მამა?
- ლუდოვიკო მეთხუთმეტე.
- კარლ მეშვიდის?
- კარლ მეექვსე.
- კარგი. ფრანცისკ პირველის?
- ფრანცისკ ნულოვანი. - არ დაიბნა მიხა.


დედა სანდროს აღვიძებს:
- ადექი, უკვე მამალმა რა ხანია იყივლა!
- მერე მე რა, დედალი ვარ?!


შვილს სიგარეტის სუნი ასდის.
- მოწიე, შე ყურუმსაღო?
- არა, მამიკო, მე მხოლოდ ვიდექი იქ, სადაც ეწეოდნენ.
- და იჯექი იქ, სადაც სვამდნენ და იწექი იქ, სადაც სექსაობდნენ, არა?


კარზე ზარია.
- ვინ არის?
- ეს "მწვანეთა პარტიაა".
- რა გნებავთ?
- სოციალური კითხვა... გააღეთ!
- არ გავაღებ! გუშინ ჩემმა მეზობელმა გააღო და ჯერაც ვერ მოსულა აზრზე...
- ვინ იყო ასეთი?!
- "ცისფერთა პარტია


უტვინო ქალები მოგწონს?
- რა თქმა უნდა, არა.
- მწეველი და ლოთი ქალები?
- არა, რად მინდა ეგეთი.
- ისეთები, რომლებმაც საუზმის მომზადებაც არ იციან.
- არა, არც ეგეთები.
- აბა, მაშინ რას გადაეკიდე ამ ჩემს ცოლს?! დაანებე თავი!


- დედა, დღეს სკოლაში აცრები ჩაატარეს.
- იმედია, არ გიტირია.
- არა, მე ვერ დამეწივნენ.


დედა, დედა, სკოლაში ხშირად მეუბნებიან, დაბნეული ხარო!
- ბიჭუნა! შენ იქით კორპუსში ცხოვრობ


მებაჟე აჩერებს 8 წლის გოგონას.
- ეს რა ფხვნილია, გოგონა?
- ეს ჰეროინია!
- არა, ჰეროინი თეთრია, ეგ კი ნარინჯისფერია.
- ეს საბავშვო ჰეროინია, ფორთოხლის გემოთი


ორი მეგობარი საუბრობს:
- ჩემი ცოლი ბოზია.
- რატომ?
- წარმოგიდგენია, მივლინებიდან ვბრუნდები. ვაგზავნი ტელეგრამას. მივდივარ შინ, ის კი საყვარელთანაა.
ცოტა ხნის შემდეგ ჩაფიქრებული ამატებს:
- შეიძლება არც არის ბოზი, და უბრალოდ, ტელეგრამა არ მიუღია


ბავშვი შევა ოთახში და ხედავს, რომ მისი მშობლები სექსით არიან დაკავებულები...
გამოვა ბავშვი და იტყვის:
ნახე ეს საზიზღრები რეებს შვებიან, მე კიდე ცხვირში თითის შეყოფას მიკრძალავენო


ღამეა... წყვილი სადარბაზოში კოცნის ერთმანეთს.
-გიყვარვარ?
-კი, შენ?
-მეც.
-რა გქვია?
-გივი, შენ?
-მეც


განცხადება ზოოპარკში:
ნუ შეაშინებთ სირაქლემას, იატაკი ბეტონისაა

****

ებრაელი საზღვარზე:

-შეიძლება, 114 კილოგრამი ბაჯაღლო ოქრო გადავიტანო?

_ცხადია არა!

_სარა, ძვირფასო, შენ არ გიშვებენ.

* * *

სვანი მოკვდება. დასაფლავების დღეს კლდიდან გადაუვარდებათ და კლდის ქიმზე ჩამოეკიდება. ვერ ამოათრევენ და დაანებებენ თავს. კლდის ქვემოთ მონადირე ნადირობს. დაინახავს რომ კლდეზე რაღაც კიდია, ესვრის თოფს და ჩამოაგდებს. მივა ნახავს რა მოვკალიო და მკვდარი სვანი შერჩება ხელში. რაღა ვქნა ალპინისტი შემომაკვდაო - იფიქრებს და მდინარეში გადააგდებს. გამოივლის ბრაკონიერი, ჩააგდებს მდინარეში დინამიტს და ამოაგდებს სვანს. რაღა მეშველება მყვინთავი შემომაკვდაო - იფიქრებს, წაიღებს და ღამე გზაზე დააგდებს. გამოივლის მანქანა და ზედ თავზე გადაუვლის. გადმოვა მძღოლი ვნახოო, რას გადავუარეო და ნახავს, კაცი გდია. წაიღებს და თავის ზვინში დამალავს. დილით მივა ზვინის პატრონი, შეუყრის ფიწალს და რომ გამოიღებს, ნახავს, რომ ზედ კაცია წამოკიდებული. იფიქრებს რა მეშველება თივაში ვიღაცას ჩასძინებია და შემომაკვდაო. გავა ტრასაზე, გააჩერებს მანქანას და წაიყვანს საავადმყოფოში. გაუკეტებენ ოპერაციას. გამოდის ქირურგი საოპერაციოდან და ამბობს:

-10 წუთი რომ დაგეგვიანა, ვეღარ გადარჩებოდა!



* * *

-რა მოხდა, ანზორია, შენი ძაღლი მთელი ღამე რომ ყეფდა!

-არა უშავს, შე კაცო, დღისით გამეიძინებს.

* * *

- ბებო, ბებო, გოზინაყი გირჩევნია თუ გათხოვება?

- სადა მაქვს, შვილო საგოზინაყე კბილები?

* * *

ორი კაციჭამია საუბრობს:

-კაცო, გუშინწინ გინეკოლოგი ჩამივარდა ხელში

- გემრიელი იყო?

-არა არ შემიჭამია, მაძღარი ვიყავი.

-მერე?

- მერე ის, რომ დღეიდან ჩემდა თავად, ბავშვის შემჭმელის დედაც ვატირე

***

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, მამას ეკითხება:
- მამა, როცა გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული: როგორც შემოსავალი, თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?
***
ორი ქირურგი ლაპარაკობს:
- როგორ ჩაიარა ოპერაციამ.
- არა რა, ნარკოზით საინტერესო არ არის.
***
ორი კლასელი ხვდება ერთმანეთს. გაიხსენეს ძველი წლები. გაიხსენეს კლასელები. მათ შორის ნათიაც:
- რას შვრება ნათია, როგორ არის?
- ეჰ… არ გაუმართლა ქმრებში. პირველი ავარიაში დაიღუპა, მეორე ხანძრის დროს დაიწვა, მესამეს დენმა დაარტყა, მეოთხე…
- რა, მეოთხეც მოკვდა?
- არა, ციხეშია.
- კიდევ კარგი, ეგეც არ მომკვდარა. რაზე ჩასვეს?
- ცოლის მკვლელობისთვის.
***
მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. ამ დროს ქალაქის თავზე გადაიჭიმება ცისარტყელა:
- ხედავთ ხალხო, რაში ხარჯავენ ფულს!
***
პატარა კუ მთელი დღე ცდილობს პალმაზე აცოცებას, მაგრამ არ გამოსდის. შორიახლოდან ამ პროცესს აკვირდება ორი მაიმუნი. ბოლოს ერთი მაიმუნი ეუბნება მეორეს:
- იქნებ უთხრათ, რომ ნაშვილები გვყავს?

***


1.მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
— მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— ყურადღებით მისმინე. მე შენ თუ მოგცემ ერთ ბაჭიას, მერე კიდე ორ ბაჭიას და კიდე სამ ბაჭიას. სულ რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელი:
— კარგი მაშინ ასე ვქნათ, მე შენ თუ მოგცემ ერთ კნუტს, მერე კიდე ორ კნუტს და კიდე სამ კნუტს. სულ რამდენი კნუტი გეყოლება?
მოსწავლე:
— ექვსი.
მასწავლებელი:
— როგორც იქნა, ესე იგი რამდენი ბაჭია გეყოლება?
მოსწავლე:
— შვიდი.
მასწავლებელმა უკვე დაკარგა მოთმინება:
— რატომ შვიდი ბაჭია?
მოსწავლე:
— იმიტომ, რომ ერთი ბაჭია უკვე მყავს


2. — მამა, რატომ არის მთვარე ვარსკვლავებზე დიდი?
— აბა რა ვი...
— მამა, რატომ არის მზე ასეთი კაშკაშა?
— აბა რა ვი...
— მამა, ხომ არ დაგღალე შეკითხვებით.
— არა, არა, მკითხე შვილო, მკითხე. მე თუ არ აგიხსენი სხვა ვინ რას აგიხსნის.

3.ზოოლოგიის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს:
— დავითაშვილი, დამისახელე 2 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი და... მეტი არ ვიცი.
— ნემსაძე, დამისახელე 3 მტაცებელი ცხოველი.
— ლომი, ვეფხვი და... მეტი არ ვიცი.
— ჯონჯოლია, დამისახელე 5 მტაცებელი ცხოველი.
— 3 ლომი და 2 ვეფხვი, პატივცემულო.


4.ავტობუსში ჭედვაა.
– ცოტაც მოითმინე, ცოტაც და მეოთხე გაჩერებაზე ჩავალ.
– კაი დაგემართოს, მარა ჩემი ფეხიდან რომელ გაჩერებაზე ჩახვალ?


5.მიხო დაბალია და ცოტა მაღალი ვირი ყავს და ყიდის. კლიენტი მივა და ეკითხება რა ღირსო?
- 1000 დოლარიო
კლიენტმა:
-იფ, ვერ შევწვდებიო
- იი, მეც რომ ვერა ვწვდები იმიტომა ვყიდი თორე ამაი კაცი გაყიდიდა?


6.სვანი ზის მეტროში და გამოაცხადებენ სადგურ "ღრმაღელეს" და შარვლის ტოტებს აიწევს.


7.ორი სვანი მგზავრობს ავტობუსით. ერთი ეკითხება მძღოლს:
- ეს ავტობუსი ვაგზლამდე ამიყვანს?
- არა! - მოუჭრა მძღოლმა.
- არც მე ამიყვანს? - იკითხა მეორე სვანმა.

***


<<<<<<<<<< EXCLUSIVE >>>>>>>>>>
1.-ერთი ნარკომანი ეუბნება მეორე ნარკომანს მზეზე,
-ეს მზეაო, მეორე ეუნება არა ტო რა მზე მთვარეაო,
-შუა დავაში გამოივლის ნარკომანი განგრეულ კაიფში და ამას ჰკითხავენ:
-გაგვიიასნე რა მზეა თუ მთვარეაო?
ის კიდე უპასუხებს:არ ვიცი ბრატ ამ უბნელი არ ვარო:D:D

2.სვანების დისკოტეკა: ერთ ოთახში შუქი ანთია, მეორეში არა და დარბიან იქით-აქეთ

3.გურული გააღებს მატარებლის კუპის კარებს და დაინახავს 3 ზანგი ზის და იტყვის: დედაია ბეჩა, რაია, აქანე დეიწვა რამე?

4.რუსულად>> на старт ! внимание! маРш!

გურულად>>წეიკუნცხეთ, გახაზირდით, არიქა!!!!

5.მეგრელს ესტუმრება სამეგრელოში კახელი ძმაკაცი... აქეიფებს დაათრობს და გმოაძინებს.
დილით ეუბნება: ერთით ნოლიო... რის ერთითნოლიო?-გაუკვირდება კახელს... რა და გუშინ რომ დათვერი და ჩაგეძინა ჩაგხადე და გაგჟიმეო...
გაუტყდება კახელს, მარა არაფერს იტყვის... ერთი წლის შემდეგ დაპატიჟებს მეგრელს კახეთში.. დაათრობს და გამოაძინებს.
დილით რომ ადგება მეგრელი ეუბნება: ერთით ერთიო... რა ერთით ერთიო? რა და გუშინ რომ დაიძინე ცაგხადე და გაგჟიმეო...
-შენ ხომ არ გაგიჟდი, მაშინ გეხუმრეო-ეტყვის მეგრელი..
-მაშინ ერთით ნოლიო- პასუხობს კახელი

6.ენაბლუ შევა მაღაზიაში
ე: პპპურრრი გგგგგაქვვვთ ?
გამყიდველი :რრრრომეელლი გგგინდა თთთთეეეეთთრი თუ შააავვი ?
ამ დროს შემოვა სხვა მყიდველი პური გააქვთო
გამრყიდველი -რომელი გინდა თეთრი თუ შავიო..
იყიდს თეთრს და წავა
ენაბლუ : შშშშენ რრრა მე მმმეკაიფფფებიი ?
გამყიდველი : შშშენნნ არრრა ,იმმმასს

7.მიხოს ძმაკაცი მიდის მეზობელთან და ეუბნება:
- მიხოს შენი ქალიშვილის ხელის თხოვნა უნდა...
- რავა, თავისი არა აქ თუ?
- აქ მარა დეეღალა ჯოო...:)

8.სვანს ეკთხებიან:- გუშინ შენი კატა ასე საშინლად რატომ ჭყაოდაო?- იმიტომ, რომ ვბანდიო- შენ ვის ატყუებ? მეც მყავს კატა და მეც ვბან, მაგრამ ასე არ ჩხავისო- ეეე შენ ძმაო ალბათ არ წურავო.

9.ქუთაისის საგიჟეთიდან გაიქცევიან გიჟები.
- არიქა სასწრაფოდ ხიდი გადაკეტეთ, გურიაში თუ შეგვასწრეს მერე ვეღარ გავარჩევთო.

10.უთაისის ბაზარში:

-ასატრინა გააქვთ?

-არა.

-ქაშაყი?

-არა.

-ლოქო?!

-არა.

-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!

-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.

-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?

11.იმერელმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:

- რაზე გყავს გაზრდილიო?

- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.

- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, - უთხრა კლიენტმა.

მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.

- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო...

- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.

მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა ვალიკომ ამჯერად ასე უპასუხა:

- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, 5 ლარს ვაძლევ და თვითონ ჭამსო...

12.გურულები ჩინელებს ომს გამოუცხადებენ.
_ კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? _ ჰკითხეს ჩინელებმა.
_ რამდენი ხართ?
_ მილიარდნახევარი!
_ დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვდარს.
პირველკლასელები სკოლაში არიან და მასწავლებელი ეკითხება რა გვარი ხართო?
ხოდა ერთს დაავიწყდა და იგი მასწავლებელო მე პირსჰი რომ იდებენ იმ გვარის ვარო..
ააა მასწავლებელმა შენ კუტალაძე იქნებიო
და ბავშმა: კუტუს რა უნდა პირში მასწავლებელო კოვზირიძე ვარო ....

14.ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს:
-"გაიგე ჟორა რომ მოკვდა?
- რა მოუვიდა?
-სახლში მივიდა, წამოწვა დივანზე, სიგარეტს მოუკიდა და...
-დაიწვა?
-არა, ფანჯრიდან გადახტომა მოასწრო...
-ძირს დაეცა და დაიმტვრა?
-არა, სანამ გადახტებოდა, სახანძროს გამოუძახა და ქვევით ჰქონდათ ბრეზენტი გაშლილი, დაეცა ბრეზენტზე და ფანჯრისკენ ავარდა ისევ...
-ესეიგი დაიწვა?
-არა, ფანჯრის რაფას ჩაებღაუჭა და უკან ჩახტა...
-ესეიგი დაიმტვრა?
-არა. ქვევით ისევ ბრეზენტზე დაეცა, ზევით ავარდა, გზაზე სატვირთო მოდიოდა და...
-მანქანამ გაიტანა?
-არა, ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული იმ მანქანას, ეს კაცი ზედ დაეცა და ისევ ფანჯრისკენ ავარდა..
-ბოლო-ბოლო როგორ მოკვდა?
-ესროლეს და მოკლეს. აბა გაუბურღა ხალხს ტვინი."

15.მიხო მთვრალი ადის ავტობუსში და ყვირის:
-მარჯვინ სულ ბოზები ზიან, მარცხნივ სულ დებილები.
მარჯვენა რიგიდან ქალი წამოხტება და ყვირის:
-რას ბრძანებ ბატონო, რაც ქმარი გარდამეცვალა, მას შემდეგ კაცთან არ ვყოფილვარ
მიხო:
-მერე ქალბატონო რას დამჯდარხართ ბოზებში, გადმოჯექით დებილებში

16.რაჭველი მღვდელთან მივიდა:
შევცოდე , მამაო.
რა შეცოდე, შვილო?
მეგრელი მოვატყუე.
ეგ ცოდვა არაა, ეგ სასწაულია , შვილო ჩემო!
>>>>es chemgan yvelas<<<<

THE END

:D:D:D


კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 1994 | დაამატა: ENIN3N | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 MarIaM  
0
love love love love happy happy tongue tongue tongue tongue

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე ძიება
პროგრამები
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ლექსიკონი
Copyright MyCorp © 2025